Saturday, April 8, 2017

1.პროექტის სახელწოდება:"ციცინათელა"



2.პროექტის მთავარი იდეა:თვალსაჩინოების გამოყენება მათემატიკის
სწავლების დრო


3.პროექტის აქტუალობა: ტრიგონომეტრიული საკითხების სწავლების დროს,ზოგი
ადვილად იგებს,ზოგს უჭირს საკითხების გაგება.

4.პროექტის მიზნები: თავისუფალი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე:  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ უცხო ენაზე ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა და განსაზღვრა არის თუ არა ფორმა აუცილებელი; მოსწავლეები თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რა არის საჭირო და როგორ სჯობს, დისკუსია–ზეპირმეტყველება;


5.მონაწილეთა ასაკი: 15–16 წლის მოსწავლეები


6.ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტი და კლიპი და  სლაიდები


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო და ფოტო მასალა, კითხვარი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,მარკერები, ფორმატები 


9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად და თვითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება.

პირველი ჯგუფი მიიღებს დავალებას:გამოთვალოს კედელზე მიმაგრებულ ფიგურიდან იატაკამდე მანძილი. ჯგუფის წევრები ატარებენ საჭირო გაზომვებს .სამუშაო მაგიდაზე დაბრუნებულები კი ატარებენ ჩანაწერებს.
მე-2 ჯგუფი გაზომვების დახმარებითითვლის დაფის სიმაღლეს.ემზადებიან  პრეზენტაციისათვის.
მე-3 ჯგუფი ზომავს ოთახის სიმაღლეს. მე-4 ჯგუფი ოთახის სიგრძეს, როგორც მდინარის სიგანეს ,ხიდის ასაგებად.
ყველა ეს დავალებები ტარდება თვითნაკეთი ხელსაწყოს დახმარებით.ჯგუფები ემზადებიან პრეზენტაციის ჩასატარებლად.
შეფასება ხდებაშემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:1.ორგანიზებულობა-2ქ.
2.ჯგუფურობა-2ქ.  3.გაზომვების სიზუსტე-2ქ. 4.სწორად ამოხსნილი ამოცანა-2ქ. 5.პრეზენტაცია-2ქ.

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მათემატიკა,ბიოლოგია,ფიზიკა, 

11.პროექტის ხელმძღვანელინუნუ ხუცურაული

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nunu.xutsurauli@gmail.com


13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  https://nunuxucurauli.blogspot.com
0.16 GB (1%) of 15 GB used
Last account activity: 22 hours ago
Details

No comments:

Post a Comment